წამახალისებელი გათამაშების მოწყობის წესები

1. ზოგადი დებულებები

სს „ არგო“ საინდენტიფიკაციო ნომერი – 400194222 რეგისტრაციის მისამართი ქ.თბილისი ლილო ლოჭინის ხევი (ნაკვ. 05/001) წარმოადგენს მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობას წარმოადგენს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოება რეალიზაცია.

წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს სსარგოს, შემდგომორგანიზატორი“, მიერ წამახალისებელი გათამაშების (შემდგომგათამაშება“) მოწყობას, ადგენს გათამაშების წესს და პირობებს.

გათამაშების მოწყობა იერარქიულად რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე რეგლამენტით და ორგანიზატორის სხვა შიდამარეგლმანეტირებელი დოკუმენტებით.

2. გათამაშებაში მონაწილეობის პირობა.

a. გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს 18 წლამდე ასაკის პირი.

b. იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს მონაწილეობა აქციაში, საჭიროა აქციის მიმდინარეობისას შეიძინოს კომპანია არგო”-ს მიერ წარმოებული ლუდი ჰერცოგი სპეციალური შეფუთვით, რომლის ყველა თავსახური მომგებიანია. თავსახურში აღმოაჩენს ან მომგებიან კოდს ან სახელობით პრიზს.

c. მომგებიანი თავსახურების საერთო რაოდენობა შეადგენს 1001503 (ერთი მილიონ ათასხუთას სამი) ცალს, შერეული ნუმერაციით, რომელიც შედგება 10 ციფრით.

დეტალურ ინფორმაციას კოდების შესახებ, ორგანიზატორი უზრუნველყოფს დალუქული კონვერტის წარდგენით, რომელიც შემოსავლების სამსახურს მიეწოდება მატერიალური ფორმით.

წამახალისებელი გათამაშების ჩატარების პერიოდი

წამახალისებელი გათამაშება დაიწყება 2018 წლის 12 ივნისიდან და გაგრძელდება 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. ყველა ფიზიკური პირი, გარდა ზემოთ აღნიშნული გამონაკლისისა, რომელიც 2018 წლის 12 ივნისიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. შეიძენს სსარგო“- მიერ წარმოებულ ლუდს, კერძოდ ჰერცოგს, ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში და ექნება შანსი მოიგოს ამ რეგლამენტში მითითებული პრიზი/პრიზები.

თამაშდება შემდეგი პრიზი:

) პრიზის დასახელება: ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ფულადი პრიზი ორ კაცზე

რაოდენობა: 3 ცალი

ერთეულის ღირებულება: 10,000 ლარი

) პრიზის დასახელება: ლუდი არგო ერთლიტრიანი პეტის შეფუთვაში

რაოდენობა: 1500 ცალი

ერთეულის ღირებულება: 2.73 ლარი

) პრიზის დასახელება: ფრიბეთები და ქულები

რაოდენობა:

ფრიბეთი   1         49 000    ცალი

ფრიბეთი   5         10 000    ცალი

ფრიბეთი  10       1 000      ცალი

ქულა    10  (10 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი)       280 000  ცალი

ქულა    20    (20 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი)            300 000  ცალი

ქულა     30    (30 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი)            160 000  ცალი

ქულა     50    (50 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი)            200 000  ცალი

ე) ჯამური ღირებულება 345,000 ლარი.

ვ) გათამაშების ჯამური საპრიზო ფონდი, გაცემის წყაროსთან დასაკავებელ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით შეადგენს 475,222 ლარს.

მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ადგილი და ზღვრული ვადა

ა)სახელობითი პრიზი შეადგენს 3 ცალ ჩემპიონატზე გასამგზავრებელ ფულად პრიზს ორ კაცზე და 1500 ცალ ლუდ არგოს ერთლიტრიან პეტის შეფუთვაში.

1500 ცალ თავსახურს გააჩნია იდენტური წარწერა – „ლუდი“.

ჯამური ღირებულება: 4095

3 თავსახურს გააჩნია იდენტური წარწერა – „10 000“ ლარი.

ჯამური ღირებულება: 30 000

ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ფულადი თანხის ასაღებად, მომხმარებელმა საჭიროა პირადი მონაცემები გადმოაგზავნოს შემდგომ ელექტრონულ მისამართზე: sh.Chachua@argo.ge და დარეკოს ნომერზე _ +99532 223 91 50. ინფორმაციის გაცვლის შემდგომ 3 დღის განმავლობაში მოხდება პრიზის შემადგენელი ვაუჩერის გადაცემა ლუდსახარში არგოს ცენტრალურ ოფისში. სავალდებულოა სასახელო პრიზის სახელის აღმნიშვნელი თავსახურის წარდგენა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

მომგებიანი თამაშობის წესების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ პორტალზე _ www.argo.ge

ლუდის გაცემა მოხდება შემდეგ მისამართებზე:

საწყობი მისამართი
მთავარი საწყობი . თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ლილოს ლუდის ქარხანა
გორის საწყობი .გორი, შინდისის გზატკეცილი, მე-2 კმ.
ბათუმის საწყობი ბათუმი გაგარინის 26
ქუთაისის საწყობი . ქუთაისი, ნიკეას ., მე-5 ჩიხი, #6
ხაშურის საწყობი . ხაშური, გორგასლის . # 40
ახალციხის საწყობი .ახალციხე , ყოფილი ტყესანერგე მეურნეობის /
მარნეულის საწყობი . მარნეული, სოფ წერეთლის მიმდებარე ტერიტორია
ზუგდიდის საწყობი . ქუთაისი, ორახელაშვილის 14
კახეთის საწყობი . თელავი, ალაზნის გამზირი 20
სენაკის საწყობი . სენაკი, ალექსანდრე არჩაიას . #7
ოზურგეთის საწყობი . ოზურგეთი, აკაკი წერეთლის #25
ქობულეთის საწყობი . ქობულეთი, სოფ. კვირიკე
ბათუმის საწყობი 1 . ბათუმი, ორბელიანის #7
ბათუმის საწყობი (არგო) . ბათუმი, ლერმონტოვის . #111

ფრიბეთის შემთხვევაში:

ყველა ბოთლის თავსახურში არის 10 ნიშნა უნიკალური კოდი, ყველა კოდს აქვს წინასწარ განსაზღვრული შესაბამისი პრიზი.

მომგებიანი კოდის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კოდის რეგისტრაცია აჭარაბეთის ვებსაიტზე თამაშობისთვის სპეციალურად გამოყოფილ ფანჯარაში. მომხმარებელი კოდის დარეგისტრირების შემდგომ იგებს ფრიბეთებსა (1; 2 ; 5 ; 10 ლარის ფსონის დადების უფლება) და ქულებს (10; 20; 30; 50). მომხმარებელს შეუძლია დააგროვოს ქულები და გადაცვალოს ფრიბეთში მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს, ფორმულით: 100 ქულა = 1 ფრიბეთი ( 200 ქულა = 2 ფრიბეთი და ა.შ.)
ქულების ფრიბეთებზე გადაცვლის წესები:

  • ფრიბეთებად გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ფიქსირებული ფორმულით – ყოველ 100 ქულაზე – 1₾ ფრიბეთი.

  • შეუძლებელია მომხმარებელმა დააკონვერტიროს 100-ზე ნაკლები ქულა;

  • ქულების ფრიბეთებად გადაცვლა ხდება მხოლოდ 100-ის ჯერადით. იმ შემთხვევაში თუ მომხმარელებს აქვს 100 ქულაზე მეტი, მაგალითად 120 ქულა და გადაცვლის 100 ქულას, დარჩენილი 20 ქულა შეუნარჩუნდება.


ერთი მომხმარებელი შეზღუდული არ არის კოდების შეყვანის რაოდენობაში და შეუძლია შეუზღუდავად შეიყვანოს კოდები და მიიღოს შესაბამისი პრიზები.
მომხმარებელი რომელიც ზედიზედ 3-ჯერ შეიყვანს კოდს არასწორად, კოდის ხელმეორედ შეყვანა შეეზღუდება 15 წუთის განმავლობაში. თუ ერთი კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელი 5ჯერ არასწორად შეიყვანს კოდს, მას შეეზღუდება აქციაში მონაწილეობის გაგრძელება აქციაში მონაწილეობის გასაგრძელებლად მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს აჭარაბეთს და აჭარაბეთი გადაწყვეტს მისი აქციაში დაბრუნების საკითხს. არასწორ კოდში იგულისხმება კოდები, რომლებიც უკვე გააქტიურებული იყო შეყვანის მომენტში ან საერთოდ არ მომხდარა მათი შექმნა. მომხმარებელს მიღებული ფრიბეთის გამოყენება შეუძლია მხოლოდ სპორტულ მოვლენაზე ფსონის განსახორციელებლად და მისი გამოყენების ვადა შეადგენს მოგებიდან 7 კალენდარულ დღეს.

პრეტენზიის განხილვის ვადა

ა) სს „არგო“ მზად არის განიხილოს პრეტენზია თუ წამახალისებელი გათამაშების მონაწილე თვლის რომ გათამაშების ჩატარებისას დარღვეული იქნა წინამდებარე რეგლამენტით/თამაშობის წესით ან/და კანონით გათვალისწინებული წესები/მოთხოვნები .

ბ) პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2018 წლის 15 დეკემბრამდე.

გ) პრეტენზია შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი ლილო, ლოჭინის ხევი, (ნაკვეთი 05/001) საფოსტო ინდექს 0151 ან ტექსტური სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე sh.Chachua@argo.ge

დ) პრეტენზიის მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში კომისია უკავშირდება პრეტენზიის ავტორს და უშუალო შეხვედრით აზუსტებს მის პრეტენზიას, ისმენს დამატებით გარემოებებს.

3. დასკვნითი დებულებები

a. წინამდებარე რეგლამენტი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ორგანიზატორის ვებ და ფეისბუქის გვერდებზე www.argo.ge , Argo.არგო